ახალი ამბები

მარგველაშვილი: მანდატურის ინსტიტუტი სასარგებლოა სკოლისთვის

29 იანვარი, 2014 •
მარგველაშვილი: მანდატურის ინსტიტუტი სასარგებლოა სკოლისთვის

მარგველაშვილის თქმით, მისი განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს მანდატურის ინსტიტუტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური კონტროლის იარაღი იყო, სასწავლო პროცესის მართლწესრიგის დამცავი სტრუქტურა გახდა. 

 

“მანდატურის ინსტიტუტის სულისკვეთება სრულიად შეიცვალა შარშან, როდესაც სკოლაში მართლწესრიგის დამცავი სტრუქტურა გახდა. ამას გეუბნებით ჩემი მუშაობის დროს. მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ, ახალი მინისტრი კიდევ უფრო სიღრმეში წავიდა და მანდატურის ინსტიტუტი კიდევ უფრო მოქნილი სტრუქტურა გახადა. მის შემადგენლობაში შევიდა ფსიქოლოგიური სამსახური, ბავშვისა და მშობლის დახმარების სამსახური, კონსულტაციის სამსახური”,- განაცხადა მარგველაშვილმა

 

პრეზიდენტის აზრით, მის მიერ განხოციელებული ცვლილება წარმატებული იყო და მან მთლიანად შეცვალა მანდატურების “სულისკვეთება”.

 

“მე დავესწარი მინისტრის შემაჯამებელ მოხსენებას დეკემბრის თვეში. სწორედ მანდატურის სამსაურის თაობაზე იყო საუბარი, რომ იგი სკოლაში სიმშვიდის დამცველი სტრუქტურა გასდა. ჩემი პოზიცია, როგორც წინა განათლების მინისტრის, მანდატურის ინსიტუტი სასარგებლოა სასკოლო სისტემისთვის”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “რედისონში” ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი