ახალი ამბები

პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი იქნება

29 იანვარი, 2014 •
პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი იქნება

“მე თვითონ გახლავართ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, შევეცდები, რომ მუდმივ კონტაქტში ვიყო საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან. მოგეხსენებათ, მათი რიცხვი საქართველოში ძალიან დიდია. ისინი ყველაფერს აკეთენ ჩვენი ქვეყნის თანადგომისთვის და აღმშენებლობისთვის. ამიტომ შევეცდები, ის პრობლემები, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, პრეზიდენტამდე მივიტანო, ერთგვარი შუამავლის როლი ვიკისრო და პრეზიდენტთან ერთად მოვიძიო ამ პრობლემების გადაწყვეტის გზები,”- განაცხადა შამანიდმა “რედისონში” პრეზიდენტის მიერ ეთნიკურ უმცირესობების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან წარდგენისას.  

 

სოფიო შამანიდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია თანამედროვე ბერძნულ ფილოსოფიაში, ასევე, მეცნიერებათა დოქტორია. ალექსანდრე ონასისის ფონდისა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდის ორგზის სტიპენდიანტია.

 

სოფიო შამანიდი ჟურნალ “ფაზისის” სარედაქციო საბჭოს წევრია. იგი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე დღეს დანიშნა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი