ახალი ამბები

ელოშვილის თქმით, ვინც ხაიშში აზომვით სამუშაოებს ხელს შეუშლის, დაისჯება

29 იანვარი, 2014 •
ელოშვილის თქმით, ვინც ხაიშში აზომვით სამუშაოებს ხელს შეუშლის, დაისჯება

“უცნაური და საოცარი ფაქტია, რომ ეს მოსახლეობა ეწინააღმდეგება ამ ამზომველების სოფელში შესვლას და მუშაობას. უმკაცრესად გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, ნებისმიერი მოქალაქე, სადაც არ უნდა იყოს ის, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, რომელ რაიონში, რეგიონში უნდა იყოს, ვინც დაარღვევს კანონს, დაისჯება ასევე კანონის ძალით. მოსახლეობას უნდა დაურეგისტრირონ მათთვის ჩამორთმეული მიწები, 1500 ჰექტარი იყო ჩამორთმეული, გადაუფორმონ მათ საკუთრებაში, და ამის შემდეგ დაიწყონ ამ მიწების გამოსყიდვა. დაიწყება ხვალ დილიდან აზომვითი სამუშაოები,”- განაცხადა ილია ელოშვილმა გუშინ, 28 იანვარს მედიასთან საუბარში. 

 

სოფელ ხაიშში აზომვითი სამუშაოები, გეგმის მიხედვით, დღეს, 29 იანვარს უნდა დაიწყოს. კომპანია “ტრანს-ელექტრიკას” წარმომადგენელი ნინო ასათიანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ უამინდობამ თუ არ შეუშალა ხელი კომპანიის წარმომადგენლებს ხაიშში ასვლასთან დაკავშირებით, აღნიშნული სამუშაოები დღეს დაიწყება. 

 

აზომვითი სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაციას ხაიშის მოსახლეობა აქციით შეხვდა. მოსახლეობა კვლავ აცხადებს, რომ არ დაუშვებენ “ხუდონჰესის” მშენებლობას სოფლის ტერიტორიაზე. 

 

“ხუდონჰესის” მშენებლობის საკითხეზე აქციები თბილისსა და ხაიშში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი