ახალი ამბები

ტყიბულიში მაღაროელის გარდაცვალების მიზეზს სპეციალური კომისია შეისწავლის

29 იანვარი, 2014 •
ტყიბულიში მაღაროელის გარდაცვალების მიზეზს სპეციალური კომისია შეისწავლის

“შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და დაადგენს გამომწვევ მიზეზებს. ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია უბედურ შემთხვევასთან, ანაზღაურდება საქნახშირის და შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ”, – განაცხადა ვალერი კუხალაშვილმა.

 

მაღაროში ტარიელ ქასრაშვილი გუშინ, 28 იანვარს, ნახშირის ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

 

ტყიბულის მაღარო/ფოტო: რადიო თავისუფლება
ტყიბულის მაღარო/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი