ახალი ამბები

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით პირი დააკავა

29 იანვარი, 2014 •
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით პირი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან. ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 7 იანვარს მან თანამზრახველებთან ერთად სამტრედიაში, კალანდარაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოგასამართი სადგური გაქურდა, საიდანაც გაზგასამართი დანადგარის სხვადასხვა აპარატურა წაიღო.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.).

მასალების გადაბეჭდვის წესი