11:00 USAID პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სასწავლებლების სამკერვალო სექტორისათვის შექმნილი სახელმძღვანელოების გადაცემა, რომელსაც მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და აშშ ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრებიან.
ადგილი:პროფესიული კოლეჯი „მერმისი“
მისამართი: გურამიშვილის გამზ. #72ბ,
11:30 ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ქარელის რაიონის სოფელ წერონისის მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემენ.
11.30 საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისისა და მრავალეროვანისაქართველოს“ ორგანიზებით ტარდება შეხვედრა თემაზე „ნატო-საქართველოს ურთიერთობები“.
მისამართი: ქ. მარნეული; (USAID) მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისი
11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია განცხადებას გააკეთებს
მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა # 68
12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა # 68
12:00 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გიორგი მარგველაშვილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობენ.
12:00 დავით ნარმანია შიდა ქართლის გუბერნატორსა და გამგებლებს შეხვდება
მისამართი: გორი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია
12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა # 68
13:00 სასტუმრო ,,Courtyard Marriot“-ში თბილისის მერიის წარმომადგენლები თბილისის დაუმტკიცებელ ბიუჯეტზე მსჯელობის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას გამართავენ.
13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი პრესკონფერენციას გამართავს
თემა: მანდატურების საკითხი სკოლაში
მისამართი: მ. კოსტავას ქუჩა # 68
13:30 მთავარ პროკურატურასთან გაიმართება აქცია ოთარ ფარცხალაძის მიერ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გატაცებისა და მასზე ზეწოლის მცდელობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
მისამართი: გორგასლის #24
14:00 „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მართავს კვლევის პრეზენტაციას „ადგილობრივი თვითმმათველობის რეფორმა კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ანალიზი და რეკომენდაციები“.
მისამართი: „რედისონ ბლუ ივერია“, #5 საპრესკონფერენციო დარბაზი. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი #1
19:00 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში გაიმარტება დისკუსია: „რატომ პოლიტიკა: მოწოდება, პროფესია თუ დასაქმება?“
მომხსენებლები: ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, პოლიტოლოგი ბექა ნაცვლიშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
19.00 მწერალთა სახლში მანანა მენაბდესთან შეხვედრა გაიმართება.




