დღეს, 1 ივლისს გომბორის ურელტეხილზე ტურისტებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.