ახალი ამბები

ჭიათურაში გაუჩინარებული ახალგაზრდა ტყეში დამწვარი იპოვეს

1 ივლისი, 2018 • 2717
ჭიათურაში გაუჩინარებული ახალგაზრდა ტყეში დამწვარი იპოვეს

ჭიათურის სოფელ ნავარძეთიდან გაუჩინარებული 25 წლის ახალგაზრდა ტყეში დაღუპული იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ იგი გუშინ, 30 ივნისს, საღამოს იპოვნეს. პოლიციის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერ არაა გამოკვეთილი მუხლი, რომლითაც გამოძიება გაგრძელდება.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ ზურაბ ბერიძე 5 დღის წინ გაუჩინარდა. ძებნის შედეგად იგი ტყეში იპოვნეს დაღუპული. გავრცელებული ფორმაციით, მისი სხეულის ნაწილი დამწვარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი