ახალი ამბები

მანდატურებს სკოლის დირექტორები დანიშნავენ

28 იანვარი, 2014 • • 2086
მანდატურებს სკოლის დირექტორები დანიშნავენ

როგრც “ნეტგაზეთს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, მანდატურებს სკოლის დირექტორები დანიშნავენ.

 

“აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდა 2014 წლის 1 იანვრიდან. ეს ცვლილება კანონში შევიდა 2012 წლის 27 დეკემბერს. ძირითადად იცვლება ტექნიკური დეტალები. ეს არის დაფინანსების წესი. მანდატურებზე ხელფასები გაიცემა სკოლის მიერ” –განმარტავენ განათლების სამინისტროში.  

მანდატური
მანდატური

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფართოვდება მანდატურს ფუნქციები იმ საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომელიც უკვე შესულია პარლამენტში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგირიულად უარყოფს სხვადასხვა საინფორმაციოსაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად,მანდატურის სამსახური უქმდება.

 

“მანდატურის სამსახურის რეფორმა წარმატებით განხორციელდა პილოტური პროექტის ფარგლებში. სამსახურს დაემატა ფსიქოლოგიური ცენტრებისა და კარიერის დაგეგმვის ფუნქციები. შესაბამისად, სამსახური სკოლას გაუწევსკომპლექსურ მომსახურებას. წლის განმავლობაში, რეფორმაზე მუშაობის პროცესში, იმართებოდა დისკუსიები სხვადასხვაფოკუს ჯგუფებში, ჩატარდა პრეზენტაციები, მოეწყო განხილვები სატელევიზიო ეთერში. რეფორმიდან გამომდინარე მომზადდა ზოგადი განათლებისშესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მოიწონა მთავრობამდა შესაბამისად, კანონპროექტი შევიდა პარლამენტშიგანსახილვევად” -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.  


რაც შეეხება მიმდინარე ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან მანდატურს სამსახურში ნიშნავს სკოლა, აღნიშნულიცვლილებები კანონში 2012 წლის 27 დეკემბერს შევიდა. მიმდინარეობს პროცედურული საკითხების დასრულება,რომ აღვასრულოთ საკანონმდებლო მოთხოვნა. ამ ეტაპზე ფუნქციურად არაფერი არ იცვლება.

 

“ასევე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის მანდატურებს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაცია სოციალური ქსელით (Skype) გაეგზავნათ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. განათლების სამინისტრო კომუნიკაციისათვის იყენებს ოფიციალურ ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემას” – აცხადებენ განათლების სამინისტროში. 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მანდატურების პროექტის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ. მანდატურის სამსახური 2010 წლის აპრილში შეიქმნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი