ჟურნალისტების კითხვას, რა ფორმით მოხდება ეს, მან ასე უპასუხა:
“იმ ფორმით, რომ პარლამენტი მაგ შენობაშიც იფუნქციონირებს და თქვენი საქმიანობის და ინტერესის 90 პროცენტი დაკმაყოფილდება მაგ შენობაში”.
კთხვაზე, როგორ მოხერხდება ამ საკითხის გადაწყვეტა, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს:
“მე თქვენი ინტერესის დაკმაყოფილების 90 პროცენტს შეგპირდით და არა 100 პროცენტის. ეს დაკავშირებულია საორგანიზაციო საკითხებთან, სამართლებრივ საკთხებთან, კონსტიტუციურ საკითხებთან… კონსტიტუციურად ეს თემა არ არის მოგვარებული და ხვალ ნაციონალური მოძრაობა რომც მოვიდეს და თქვას, რომ ქართველო ხალხო, შეგცოდე და მზად ვარ მივიღო სწორი გადაწყვეტილებაო, ამ შემთხვევაშიც კი, თვეებია საჭირო ცვლილების შესატანად. ეს არ იქნება მარტივი თავად პარლამენტში დასაქმებული პირებისთვის, მაგრამ ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება ჟურნალისტებისთვის, მთავრობისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც პარლამენტის საქმიანობითაა დაინტერესებული. პარლამენტის თანამშრომელთა და წევრთა ნაწილს მოგვიწევს დამატებით სირთულეებთან გამკლავება, მაგრამ მოვახერხებთ ამას, იმიტომ, რომ ეს სჭირდება იმ საქმეს, რომელსაც ვემსახურებით”, – განაცხადდა უსუფაშვილმა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია ასე ჩამოაყალიბა:
“მაგალითად, რეგლამენტში წერია, რომ თვეში ერთხელ სამთავრობო საათია ჩასატარებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ დღეს მთავრობის წევრები პარლამენტს სტუმრობენ და ხდება გარკვეული საკითხების განხილვა. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს რომ ქუთაისში გავაკეთოთ, მთავრობა წყობიდან უნდა გამოვიყვანოთ მინიმუმ 3 დღე… ამიტომ, ვერ ვაკეთებთ. თბილისში კი ეს გაკეთდება რეგულარულად და ნახავთ პარლამენტს რელაურად საქმეში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.