ახალი ამბები

ჭიათურაში, სამუშაო ადგილას, ექსკავატორის მძღოლი დაიღუპა

29 ივნისი, 2018 • 3624
ჭიათურაში, სამუშაო ადგილას, ექსკავატორის მძღოლი დაიღუპა

ჭიათურაში 32 წლის ხვიჩა გველესიანის დაღუპვის საქმეზე პოლიციამ გამოძიება შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. ინფორმაცია ექსკავატორის მძღოლის სამუშაო ადგილას დაღუპვაზე თავდაპირველად რეგინფომ გაავრცელა.

„რეგინფოსთან“ საუბარში სამშენებლო ქვიშის მომპოვებელი კომპანია „დარკვეთი 2009“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვიშის ქანები მოულოდნელად ჩამოიშალა და ექსკავატორი თითქმის ნახევრამდე დაფარა. ადგილზე მისულ მუშებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ჯერ უცნობია საქმის გამოძიების დეტალები – გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს – ეს მუხლი შრომის უსაფრთოების წესების დარღვევას ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი