
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და დააფიქსირეს მზადყოფნა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის ერების ხეივანს ეწვია, სადაც სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გუშინ საღამოს კი საქართველოს დელეგაციასა და ისრაელელ ბიზნესმენებს შორის სამუშაო ვახშამი გაიმართა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ მარტის დასაწყისში საქართველოს ისრაელის წამყვანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვევიან.




