ამ საკითხზე ხადურმა განცხადება დღეს, 28 იანვარს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორ ბრუნო ბალვანერასთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და EBRD–ის პრეზიდენტის შეხვედრაზე, რომელიც დავოსში გაიმართა ორიოდე დღის წინ, პირველად გაჟღერდა, რომ თბილისი 2015 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას. ჩვენ აღნიშნული ღონისძიების მოსამზადებლად 8 თვის განმავლობაში ვმუშაობდით და თქვენ არ გაგიგიათ ამის შესახბ, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობდით. სექტემბერში თბილისს ეწვია EBRD–ის შემფასებელი მისია, რომელმაც შეამოწმა თბილისის ინფრასტრუქტურა, თუ რამდენად მზად ვიყავით ჩვენ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიება ჩატარებულიყო. ეს ბანკი არის ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი. 20 წელია ის საქართველოში მუშაობს. მისი დამფუძნებელი არის 60–ზე მეტი ქვეყანა და თბილისს ეწვევა ამ ქევყნების ოფიცილაური დელეგაციები, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2015 წლის მაისში თბილისში ჩამოვალენ 34 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და დარჩენილი 30 ქვეყნის სხვა მინისტრები, ასევე – 1500–ზე მეტი ბიზნესმენი… ეს არის უნიკალური შემთხვევა საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში. ასეთი მასშტაბური ღონისძიება საქართველოში არ ყოფილა კავკასიაში, ეს იქნება ძალიან კარგი საინვესტიციო ფორუმი და დიდ შესაძლებლობას მისცემს საქართველოს. შარშან ასეთი ღონისძიება სტამბულში ჩატარდა, წელს ვარშავაში”, – განაცხადა ხადურმა.




