ახალი ამბები

სააკაშვილი: კლიჩკოს დიდი ხანია ვიცნობ, ის მოაზროვნე და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსია

28 იანვარი, 2014 •
სააკაშვილი: კლიჩკოს დიდი ხანია ვიცნობ, ის მოაზროვნე და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსია

 როგორც სააკაშვილი ფეისბუკზე, თავის ოფიციალურ გვერდზე წერს, აღნიშნული წერილი 27 იანვარს ნიუ იორკ ტაიმსის სარედაქციო გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა პუბლიკაცია გამოცემის ვებგვერდზე ჯერჯერობით არ იძებნება:

 

“ვიტალი კლიჩკოს დიდი ხანია ვიცნობ და შემიძლია დავადასტურო, რომ ყოფილი მსოფლიო კრივის ჩემპიონი მძიმე-წონით კატეგორიაში, ამავე დროს, არის მოაზროვნე და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს სუფთა წარსული, რაც უკრაინულ პოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა. დეკემბერში, როდესაც ჩვენ შევხვდით, განსაკუთრებით განცვიფრებული დავრჩი მისი მასშტაბური ხედვით, რომელიც მთელი ქვეყნის დემონსტრანტთა მისწრაფებებს ასახავს. კიევში მომავალი გადაწყვეტილია. დემონსტრანტთა ტრიუმფი საბოლოო დაღს დაასვამს პუტინის ოცნებას რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით. მათი დამარცხება კი ევროპული გავლენისა და ღირებულებების უდიდეს უკუსვლას ნიშნავს; ამერიკის შესაძლებლობები კი, რომელიც რეგიონში ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გაქრება. ეს პუტინმა იცის. ეს მამაცმა უკრაინის მოქალაქეებმა იციან”, – ამბობს სააკაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი