ახალი ამბებისაზოგადოება

დასაქმებულებს ძლიერ სიცხეში მუშაობისგან კანონი არ იცავს

29 ივნისი, 2018 • 4056
დასაქმებულებს ძლიერ სიცხეში მუშაობისგან კანონი არ იცავს

მაღალ ტემპერატურაზე მუშაობას საქართველოში მხოლოდ ერთი ნორმატიული აქტი არეგულირებს. ტექნიკური რეგლამენტი – საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ კანონი საქართველოს მთავრობამ 2014 წლის იანვარში მიიღო და ის მხოლოდ დახურულ სივრცეში დასაქმებულ პირებს ეხება.

რეგლამენტი გარეთ შრომას არ შეეხება და რეგულაციებიც, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე სამუშაო საათებს განსაზღვრავს, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოს ტიპებია მოცემული და რეკომენდაციის სახით განსაზღვრულია სამუშაო საათები, დაწესებულებაში საშუალო ტემპერატურისა და სპეციალური ფორმულის მიხედვით.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, Iა და Iბ კატეგორიის სამუშაოზე დასაქმებულებისთვის, რომელთა სამუშოს თან ახლავს უმნიშვნელო ან მცირე ფიზიკური დატვირთვა, 32,5 გრადუს ტემეპერატურაზე 1 საათზე მეტი მუშაობა რეკომენდებული არ არის. IIა და IIბ კატეგორიის სამსახურში კი, სადაც დასაქმებულები გარკვეული ან ზომიერი ფიზიკური დატვირთვის ქვეშ არიან, საშუალო ტემპერატურა 31,5 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს. ამ დროსაც კი, მხოლოდ 1-საათიანი სამუშაო გრაფიკია რეკომენდებული.

III კატეგორიის საქმიანობისას კი, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, დასაქმებულები 30,5 გრადუს ტემპერატურაში 1 საათს უნდა მუშაობდნენ. სამუშაო დღის ხანგრძლივობა ტემპერატურის კლებასთან ერთად იზრდება.

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტი ხარვეზებს შეიცავს. პეტრიაშვილის თქმით, დოკუმენტში ისეთი მუხლებია, რომელთა შესრულება არარეალისტურია და მიიჩნევს, რომ რეალური სტანდარტებისა და მოთხოვნების დისკრედიტაციას ახდენს:

“რეალური შრომის ინსპექციის ქონა და ადამიანებზე ზრუნვა რომ ხდებოდეს ამ ქვეყანაში, ის, რასაც ითხოვს პროფკავშირები, მხოლოდ ერთ ნორმატიულ აქტში არ იქნებოდა ასახული. იქაც, არაადეკვატურად. 32 გრადუს სიცხეში ოფისები არ შეწყვეტენ მუშაობას და, ბუნებრივია, საოფისე მუშაობა გაგრძელდება. პირიქით, იმისთვისაა, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ რეალური სტანდარტებისა და მოთხოვნების.  რეალური სტანდარტი კი არის გარე სამუშაოების შეწყვეტა მაღალ სიცხეში და ოფისში კონდიცირება – შეზღუდული სამუშაო დროით” – ამბობს პეტრიაშვილი.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით,  სადაც პროფკავშირების წევრები არიან, ეს მეტ-აკლებად რეგულირდება:

მაგალითად, “თელასმა” შეწყვიტა გარე სამუშაოები სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ სარემონტო სამუშაოები გაუსაძლის პირობებში არ ჩატარებულიყო. ეს არის პროფკაშირებთან მოლაპარაკების შედეგი. რადგან შესაბამისი კანონი არ არის, პროფკავშირებს აქვთ საშუალება კოლექტიურ მოლაპარაკებებში, სხვადასხვა მუხლებს როდესაც ათანხმებენ, დამსაქმებელთან მოითხოვონ ასეთი საკითხები.

სხვა საკითხია მშენებლობები, სადაც დასაქმებულები პროფკავშირების წევრები არ არიან. მათ არც კოლექტიური ხელშეკრულებები აქვთ და ისინი გარე სამუშაოებს ეწევიან. ასეთი სიტუაციებია მეგზევეებთან დაკავშირებითაც” – ამბობს პეტრიაშვილი.

დეტალურად, რომელ სამუშაოზე რამდენსაათიან სამუშაო დღეს განსაზღვრავს რეგლამენტი, შეგიძლიათ ნახოთ შესაბამის გრაფაზე კურსორის დაჭერით:

სამუშაო, რომლსაც თან ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვა და რომლის შესრულების დროსაც დასაქმებული ზის

Iა კატეგორიას მიეკუთვნება სამუშაოები, რომლებიც ხასიათდება ენერგოდანახარჯების ინტენსივობით 120 კკალ/სთ-მდე (139 ვტ-მდე), წარმოებს ჯდომით მდგომარეობაში და თან ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა (რიგი პროფესიებისა ზუსტი ხელსაწყოების და მანქანათმშენებლობის წარმოებაში, საათების, სამკერვალო წარმოებასა და მმართველობის სფეროში).

[checklist]

  • 32,5 C – არაუმეტეს 1 საათისა
  • 32,0 C – არაუმეტეს 2 საათისა
  • 31,5 C – არაუმეტეს 2,5 საათისა
  • 31,0 C – არაუმეტეს 3 საათისა
  • 30,5 C – არაუმეტეს 4 საათისა
  • 30,0 C – არაუმეტეს 5 საათისა
  • 29,5 C – არაუმეტეს 5,5 საათისა
  • 29,0 C – არაუმეტეს 6 საათისა
  • 28,5 C – არაუემტეს 7 საათისა
  • 28,0 C – არუმეტეს 8 საათისა
    [/checklist]

[crosslist]

  • 27,5 C – 0
  • 27,0 C – 0
  • 26,5 C – 0
  • 26,0 C – 0
  • 27,5 C – 0
  • 27,0 C – 0
  • 26,5 C – 0
  • 26,0 C – 0

[/crosslist] 

სამუშაო, რომელსაც ახლავს მცირე ფიზიკური დატვირთვა და რომლის შესრულების დროსაც დასაქმებული ზის, დგას ან დროდადრო გადაადგილდება

Iბ კატეგორიას მიეკუთვნება სამუშაოები ენერგოდანახარჯების ინტენსივობით 121-150 კკალ/სთ (140-174 ვტ), რომელიც წარმოებს ჯდომით, დგომით ან დაკავშირებულია სიარულთან, თან ახლავს მცირე ფიზიკური დაძაბვა (რიგი პროფესიებისა მრეწველობაში, პოლიგრაფიულ და კავშირგაბმულობის საწარმოებში, კონტროლიორები, სხვადასხვა სახის საწარმოების ოსტატები და სხვ.).

[checklist]

  • 32,5 C – არაუმეტეს 1 საათისა
  • 32,0 C – არაუმეტეს 2 საათისა
  • 31,5 C – არაუმეტეს 2,5 საათისა
  • 31,0 C – არაუმეტეს 3 საათისა
  • 30,5 C – არაუმეტეს 4 საათისა
  • 30,0 C – არაუმეტეს 5 საათისა
  • 29,5 C – არაუმეტეს 5,5 საათისა
  • 29,0 C – არაუმეტეს 6 საათისა
  • 28,5 C – არაუემტეს 7 საათისა
  • 28,0 C –  არუმეტეს 8 საათისა

[/checklist]

[crosslist]

  • 27,5 C – 0
  • 27,0 C – 0
  • 26,5 C – 0
  • 26,0 C – 0

[/crosslist]

სამუშაო, რომელიც მოითხოვს გარკვეულ ფიზიკურ დატვირთვას, დაკავშირებულია მუდმივ სიარულთან, ან დასაქმებულს 1 კგ-მდე ნაკეთობები გადააქვს

IIა კატეგორიას მიეკუთვნება სამუშაოები ენერგოდანახარჯების ინტესივობით 151-200 კკალ/სთ (175-232 ვტ-მდე), და დაკავშირებულია ან მუდმივ სიარულთან, ან მცირე (1კგ-მდე) ნაკეთობების და საგნების გადაადგილებასთან მდგომარე ან მჯდომარე მდგომარეობაში, რომელიც მოითხოვს გარკვეულ ფიზიკურ დაძაბვას (მანქანათმშენებლობის წარმოებაში მექანიზმების აწყობის საამქროში, სართავ-სატრიკოტაჟო საწარმოებში).

[crosslist]

  • 32,5 C – 0
  • 32,0 C – 0

[/crosslist]

[checklist]

  • 31,5 C – არაუმეტეს 1 საათისა
  • 31,0 C – არაუმეტეს 2 საათისა
  • 30,5 C – არაუმეტეს 2,5 საათისა
  • 30,0 C – არაუმეტეს 3 საათისა
  • 29,5 C – არაუმეტეს 4 საათისა
  • 29,0 C – არაუმეტეს 5 საათისა
  • 28,5 C – არაუმეტეს 5,5 საათისა
  • 28,0 C – არაუმეტეს 6 საათისა
  • 27,5 C – არაუმეტეს 7 საათისა
  • 27,0 C – არაუმეტეს 8 საათისა

[/checklist]

[crosslist]

  • 26,5 C – 0
  • 26,0 C – 0

[/crosslist]

სამუშაო, რომელსაც თან ახლავს ზომიერი ფიზიკრი დატვირთვა და რომლის შესრულების დროსაც დასაქმებული გადაადგილდება 10 კგ სიმძიმის ნივთებით

IIბ კატეგორიას მიეკუთვნება სამუშაოები ენერგოდანახარჯების ინტენსივობით 201- 250 კკალ/სთ (232-290 ვტ), დაკავშირებულია სიარულთან 10 კგ სიმძიმის გადატანით და გადაადგილებით, რომელსაც თან ახლავს ზომიერი ფიზიკური დაძაბვა (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული, შემდუღებელი საამქროები, საგლინავი, მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული წარმოებები).

[crosslist]

  • 32,5 C – 0
  • 32,0 C – 0

[/crosslist]

[checklist]

  • 31,5 C – არაუმეტეს 1 საათისა
  • 31,0 C – არაუმეტეს 2 საათისა
  • 30,5 C – არაუმეტეს 2,5 საათისა
  • 30,0 C – არაუმეტეს 3 საათისა
  • 29,5 C – არაუმეტეს 4 საათისა
  • 29,0 C – არაუმეტეს 5 საათისა
  • 28,5 C – არაუმეტეს 5,5 საათისა
  • 28,0 C – არაუმეტეს 6 საათისა
  • 27,5 C – არაუმეტეს 7 საათისა
  • 27,0 C – არაუმეტეს 8 საათისა

[/checklist]

[crosslist]

  • 26,5 C – 0
  • 26,0 C – 0

[/crosslist]

სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია მუდმივ გადაადგილებასთან 10 კგ-ზე მეტი სიმძიმის გადატანით და რომელიც მოითხოვს დიდ ფიზიკურ დატვირთვას

III კატეგორიის სამუშაოებს მიეკუთვნება სამუშაოები ენერგოდანახარჯების ინტესივობით 250კკალ/სთ-ზე მეტი (232-290ვტ-ზე მეტი), დაკავშირებულია მუდმივ გადაადგილებასთან 10 კგ-ზე მეტი სიმძიმის გადატანა-გადაადგილებით, რომელიც მოითხოვს დიდ ფიზიკურ დაძაბვას (მთელი რიგი პროცესები სამჭედლო საამქროებში – ხელით ჭედვის პროცესი, საჩამომსხმელო საამქროებში – ხელით დატენვა და ჩასხმა, მანქანათმშენებლობის და მეტალურგიულ წარმოებაში – ხელით ჩამოსხმა და ა.შ.).

[crosslist]

  • 32,5 C – 0
  • 32,0 C – 0
  • 31,5 C – 0
  • 31,0 C – 0

[/crosslist]

[checklist]

  • 30,5 C – არაუმეტეს 1 საათისა.
  • 30,0 C – არაუმეტეს 2 საათისა
  • 29,5 C – არაუმეტეს 2,5 საათისა
  • 29,0 C – არაუმეტეს 3 საათისა
  • 28,5 C – არაუმეტეს 4 საათისა
  • 28,0 C – არაუმეტეს 5 საათისა
  • 27,5 C – არაუმეტეს 5,5 საათისა
  • 27,0 C – არაუმეტეს 6 საათისა
  • 26,5 C – არაუმეტეს 7 საათისა
  • 26,0 C – არაუემტეს 8 საათისა

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი