10:00 – სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – დავით უსუფაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის მოადგილე – ბორის იაროშევიჩი გახსნიან.
11:00 – სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. თემა–ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება.
11:00 – ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მიერ თბილისში, კავკასიის რეგიონში პირველად, გასამართ ყოველწლიურ შეხვედრასთან და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით გააკეთებენ სპეციალურ განცხადებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მმართველი EBRD-ში, ნოდარ ხადური და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა (Bruno Balvanera). მისამართი: გორგასლის ქ. #16 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მე-6 სართული.
11:00 სთ-ზე, ბათუმში სასტუმრო ,,შერატონში” , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი ,,მანდარინის ფორუმს” დაესწრება.
11:00 – სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“-ში (თელავის ქუჩა №20), პროექტის „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება სუფთა ენერგიის პროგრამა“ პრეზენტაცია გაიმართება.
11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ბიუჯეტის თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12.00 – საკრებულოს დეპუტატები კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე მერიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. თემა: 2014 წლის ბიუჯეტი.
12:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი პრესკონფერენციას გამართავს თემა: სოჭის ოლიმპიადა.
13:00 – ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ წარმოებული პროდუქციის – ინტეგრირებული ქსელების მანქანის – პრეზენტაცია ღონისძიებას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მისამართი: ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხნის აეროდრომი. გარდაბნის გზატკეცილი, აეროდრომის ველი.
13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი გია ნოდია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
13:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნაძალადევის რაიონის გამგებლი ვახტანგ ბალავაძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: საკრებულოს და მერიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
14:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა მასმედიის საშუალებების წარმომადგენლებთან საგაზაფხულო სესიის გახსნასთან დაკავშირებით. თბილისი, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”.
15:00 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს განახლებულ ოფისს გახსნის. მისამართი: ზუგდიდი, კოსტავას 58.
16:00 – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იწყებს ბეჭდური, ონლაინ და სატელევიზიო მედიის მონიტორინგს, რომლის მიზანიც ბავშვთა საკითხებზე მომზადებული მასალების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის შესწავლა იქნება. პრესკონფერენცია გაიმართება შემდეგ მისამართზე: ფრონტლაინ კლუბი, ლ. ასათიანის ქ. 64.
17:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ცნობილი ქართველი მხატვრების ჯუბა და ჯარჯი ჯანდიერების კატალოგის „ფერწერა და გრაფიკა“ პრეზენტაცია გაიმართება.
17:00 – „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრას მართავს. თემა: მოსამართლეთა დანიშვნა, დაწინაურება და მივლინება – არსებული ხარვეზები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. მისამართი: გალის ქ.N10 ა.
19.00 – ბექა ქურხულის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: “მწერალთა სახლი” მაჩაბლის 13.




