კანონპროექტი პარლამენტში მთავრობამ შეიტანა. დოკუმენტში ჩადებულია ახალი პუნქტი, რომელიც ამბობს, რომ “დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული არასრულწლოვანი პირი – თუ მისი ორივე მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს”.
ხსენებული კანონპროექტის განამრტებითი ბარათის მიხედვით, შემოთავაზებული ცვლილებებით საქართველოს მოქალაქეობა ძირითადად სისხლის პრინციპს ეფუძნება და საქართველო მოქალაქედ მიიჩნევს ბავშვს, რომლის დაბადების მომენტისთვის ერთ–ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.
პროექტით გათვალისწინებულია “ნიადაგის პრინციპით” მოქალაქეობის მოპოვების ახალი რეგულაციები:
“საართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი, რომლის გენეტიკური მშობლების მოქალაქეობის სახელმწიფო (ები) არ მიიჩნევს საკუთარ მოქალაქედ, დაბადებით მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას. აღნიშნული გამოწვეულია მოქმედი პრაქტიკით და ემსახურება სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენის პრევენციას”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.