ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ მოქალაქეობა აღუდგინა

27 იანვარი, 2014 •
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ მოქალაქეობა აღუდგინა

როგორც ნეტგაზეთს იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს,  სასამართლომ ბათილად სცნო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წელს გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

 

ბიძინა ივანიშვილმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება ჯერ თბილისის საქლაქო სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილის შესაბამისი აქტი არ გააუქმა, სააპელაციო სასამართლოს მიმართა ხოლო ბოლოს – უზენაეს სასამართლოს:

“სასამართლომ ბათილად სცნო თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცემული ის ბრძანება, რომლის თანახმადაც ჩამოერთვა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. ექსპრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო. [2013 წლის] 26 დეკემებერს მოხდა ეს ამბავი”, – უთხრა ნეტგაზეთს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მარიამ სხილაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს: საქართველოს და საფრანგეთის.

მასალების გადაბეჭდვის წესი