ახალი ამბებიეკონომიკა

2018 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

29 ივნისი, 2018 • 2620
2018 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.1% იყო.

წყარო: საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2018 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

რაც შეეხება ვაჭრობას, 2018 წლის იანვარ მაისში 2017 წლის შესაბამის პერიდოთან შედარებით, ექსპორტი 28%-ით არის გზრდილი, ხოლო მთლიანი სავაჭრო ბრუნვა (ექსპორტი-იმპორტი) დაახლოებით 24%-ით. მოცემულ პერიოდში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინვარ-მაისში იმპორტის მოცულობა 3 მილიარდ ლარს აჭარბებს.

წყარო: საქსტატი

2018 წლის მაისში წინა წლის პერიოდთან შედარებით ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში 4 689 საწარმოა რეგისტრირებული.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, 2018 წლის მაისში ბიუჯეტის შემოსავალი გაიზარდა და 809 მლნ ლარს გადააჭარბა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში ბიუჯეტის შემოსავლების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი მარტში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი