“ვადასტურებთ იმ ინფორმაციას, რომ ზაზა მაზმიშვილი მუშაობს კომისიის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციაზე, ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ნიშნით დაინიშნა იგი ამ თანამდებობაზე, მე არ ვფლობ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობას, კომისია ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს”, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი ზაზა მაზმიშვილი, ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაავრცელა.




