ახალი ამბები

უცნობია, რატომ დატოვა ხვიჩა სანაიამ თბილისის საკრებულო

27 იანვარი, 2014 •
უცნობია, რატომ დატოვა ხვიჩა სანაიამ თბილისის საკრებულო

უცნობია, რატომ მიიღო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ახალი თბილისის“ თავმჯდომარე ხვიჩა სანაიამ აღნიშნული გადაწყვეტილება.

 

საკრებულოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თბილისის საკრებულო. სანაიას გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ მისი თანაგუნდელები. როგორც ნეტგაზეთს კახა ბროკიშვილმა უთხრა, ისინი ცდილბენ, რომ ვითარებაში გაერკვნენ.

 

ხვიჩა სანაიასთან დაკავშირება ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა, რადგან მას ტელეფონი აქვს გამორთული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი