ახალი ამბები

სოჭის მერი: ჩვენს ქალაქში ჰომოსექსუალები არ არსებობენ

27 იანვარი, 2014 •
სოჭის მერი: ჩვენს ქალაქში ჰომოსექსუალები არ არსებობენ

პახომოვი, რომელიც ვლადიმირი პუტინის პარტიის, “ედინაია როსიას” წევრია, ამბობს, რომ იგი მიესალმება სექსუალური უმცირესობების სოჭში ვიზიტს, ოღონდ მხოლოდ ამ შემთხვევაში:

 

სოჭის მერი
სოჭის მერი

“ჩვენი სტუმართმოყვარეობა მოიცავს ყველას, ვინც პატივს სცემს რუსეთის კანონმდებლობას და არ მოახვევს თავის ჩვევებს სხვებს”.

 

სოჭის მერი გულისხმობს კანონს ე.წ. პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, რომლის გამოც რუსეთი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, უფლებამდაცველისა თუ სტრუქტურის კრიტიკის ქვეშ მოექცა და რის საფუძველზეც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაც მოითხოვეს.

 

მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სოჭში გეი ადამიანები არ ცხოვრობენ, არ იზიარებს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, რომლის ინფორმაციითაც ქალაქში რადმენიმე გეი კლუბიც მოქმედებს. როგორც ირკვევა, ერთ–ერთ ასეთ კლუბს BBC–ს ის რეპორტიორიც ეწვია, რომელმაც შემდგომ სოჭის მერთან ინტერვიუ ჩაიწერა ამ საკითხზე. როდესაც ჟურნალისტმა ჯონ სვინიმ პახომოვს ამის შესახებ უთხრა, ქალაქის მერმა ასეთი პასუხი გასცა:

“დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ”.

 

კითხვას, მოუწევს თუ არა ლგბტ თემის წარმომადგენელს სოჭში ვიზიტის შემთხვევაში თავისი იდენტობის დამალვა, მერმა ასეთი პასუხი გასცა:

 

“არა. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ეს თქვენი საქმეა, თქვენი ცხოვრებაა. მაგრამ ეს არ არის მიღებული აქ, კავკასიაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი