ახალი ამბები

REGINFO:ლაგოდეხში რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს

28 ივნისი, 2018 • 3795
REGINFO:ლაგოდეხში რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს

ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან რუსმა სამხედროებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reginfo ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის წევრები გუშინ გაიტაცეს. ადგილობრივებმა „რეგინფოსთან“ საუბარში დაადასტურეს ქართველი მესაზღვრეების გატაცების შესახებ ინფორმაცია.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურს, რომლებმაც გვითხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გადაამოწმებდნენ. ჩვენ ასევე დავურეკეთ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს, თუმცა, როგორც მათ გვითხრეს, არცერთ მათგანს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ამავე თემაზე გირჩევთ

შსს ადასტურებს, რომ 2 ქართველი მესაზღვრე რუსეთმა დააკავა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი