შსს ადასტურებს, რომ 2 ქართველი მესაზღვრე რუსეთმა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ლაგოდეხის რაიონში რუსეთის მიერ დაკავებული ორი ქართველი მესაზღვრის შესახებ: “მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს … ვრცლად შსს ადასტურებს, რომ 2 ქართველი მესაზღვრე რუსეთმა დააკავა