“არავითარი ინფორმაცია არ მაქვს მე. არც საპატრიარქოს აქვს ინფორმაცია რუსეთის პატრიარქის კირილის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. შესაძლოა ეს იყოს, შესაძლოა ეს არ იყოს, მაგრამ ამ წუთისთვის საპატრიარქო არ ფლობს არანაირ ინფორმაციას, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში რუსეთის პატრიარქის ვიზიტი საქართველოში”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
“პირველი რადიოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საპატრიარქოს მართლმადიდებელთა კავშირების დეპარტამენტის წარმოამდგენელმა, დიაკონმა თეოდერე შულგარმა დაადასტურა, რომ პატრიარქი კირილი საქართველოს მარტში ეწვევა.