ეს კომენტარი ომბუდსმენმა მედიასთან საუბარში დღეს, 27 იანვარს გააკეთა.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება იმ სპეციალურ საშუალებათა სია, რომელთა გამოყენებაც პატიმრებთან მიმართებაში დასაშვებია.
კანონპროექტის მიხედვით, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთის მიზნით, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით დასაშვებია სპეციალური საშუალებების გამოყენება. ესენია ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი.




