ახალი ამბები

ნორლანდი: ადამიანების მიმართ დისკრიმანცია იწყება მცირე ნაბიჯებით

27 იანვარი, 2014 •
ნორლანდი: ადამიანების მიმართ დისკრიმანცია იწყება მცირე ნაბიჯებით

“მსურს მივულოცო სახალხო დამცველის ოფისს ამ შესანიშნავი ღონისძიების გამართვის გამო. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა გაიზიარონ ეს ცოდნა.


გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადამიანების მიმართ დისკრიმანცია იწყება მცირე ნაბიჯებით, რომელიც მერე იქცევა დიდ ტრაგედიად. დისკრიმინაციად იმ ადამიანების მიმართ, ვინც რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ თუ სხვა უმცირესობას წარმოადგენს. საქართველოში ძალაში შედის ანტიდისკრიმინაციული კანონი და ეს მისასალმებელია”, – განაცხადა რიჩარდა ნორლანდმა.


შეგახსენებთ, რომ 27 იანვარი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 1945 წლის 27 იანვარს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკის, აუშვიცის, ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი