“ შემოვიდა შეტყობინება, ხანძარი იყო, გავიდნენ ადგილზე და აღმოჩენილია ორი ცხედარი. ერთ–ერთი აღმოჩნდა შენობაში, სადაც ცეცხლი იყო, ხოლო მეორე – შენობის გარეთ, ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია, საკმაოდ ძლიერი ცეცხლი იყო დედათა და ბავშვთა სამკურნალო–პროფილაქტიკურ ცენტრში, 10–15 კვადრატული მეტრის სიდიდის ოთახში”, – განაცხადა თემურ გიორგაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




