ახალი ამბები

ქართული არასამთავრობოები უკრაინელებს პროფესიულ მხარდაჭერას სთავაზობენ

27 იანვარი, 2014 •
ქართული არასამთავრობოები უკრაინელებს პროფესიულ მხარდაჭერას სთავაზობენ

დღეს გავრცელებულ განცხადებაში განცხადების ხელმომწერები თავიანთ პროფესიულ და ინტელექტუალურ დახმარებას სთავაზობენ უკრაინულ სამოქალაქო ორგანიზაციებს.

 

„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ღრმად ვართ შეშფოთებული იმ ძალადობის გამო, რაც თავისუფალი და ძლიერი სულისკვეთების მქონე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც იცავენ ფუნდამენტურ უფლებებს, თავისუფლებას და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ უკრაინა და საქართველო ისტორიულად ევროპული ქვეყნები არიან, რომლებიც იზიარებენ ტრაგიკულ და ძალადობრივ საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას და ეს “წაერთო წარსული” გრძელდება რუსეთის მცდელობით ევროპაში შექმნას გამყოფი ხაზი.

 

“სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს შევუერთდეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს იმის განცხადებაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება შემოაბრუნოს ჩვენი ქვვეყნების ევროპული გზა. მზად ვართ შევთავაზოთ ჩვენი პროფესიული და ინტელექტუალური დახმარება უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

ხელმომწერები მზად არიან უკრაინელებს დაეხმარონ თავიანთი გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით სხვადასხვა სფეროში; საერთაშორისო კომუნიკაციაში ხელშეწყობაში; იურიდიული ექსპერტიზის უზრუნველყოფაში შესაბამის საკითხებზე; უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით ყოველდღიური გამოწვევების გადასაწყვეტად; არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ცივილიზებულად და მშვიდობიანად გამოსვლის გზების ძიებაში რჩევების მიცემით. 

 

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (FISS), საერთაშორისო საზოგადოება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA); საერთაშორისო გამჭირვალობა (TI); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD); სახალხო მოძრაობა „ივერია“; მედიის განვითარების ფონდი; ფონდი ALPE; ევროპულ ღირებულებათა ქართული ინსტიტუტი (GIEV)

 

ასევე, საქართველოს ატლანტიკური საბჭო; სამოქალაქო განლათლების ფონდი; მედიაჰოლდინგი „ტაბულა“; თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი; პოლიტიკის შესწავლის საერთაშორისო ცენტრი; თანამშრომლობა ადამიანიას უფლებებისთვის, გაერთიანება „საპარი“; „იდენტობა“; ფსიქოტრავმების ქართული საზოგადოება.

 

განცხადებას არასამთავრობოების გარდა 17 პიროვნება აწერს ხელს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი