ახალი ამბები

პრემიერი და მინისტრები ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევიან

27 იანვარი, 2014 •
პრემიერი და მინისტრები ოფიციალური ვიზიტით ისრაელს ეწვევიან

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია შევლენ.

 

საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის დამფუძნებელ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.

 

ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს.

 

“ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი დაათვალიერებს ჰოლოკოსტის მუზეუმს და ყვავილების გვირგვინით შეამკობს იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს – “იად ვაშემი.” ასევე პრემიერ-მინისტრი ისრაელის ეროვნულ ფონდს ესტუმრება და ხის დარგვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას,”- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი