ახალი ამბები

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

27 იანვარი, 2014 • • 986
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

გამოძიების ცნობით, ზაზა ფ-მ თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ტარიელ მ-მ უზრუნველყო.

სამართალდამცველებმა ტარიელ მ-ს პირადი ჩხრეკისას 37 შეკვრად დაფასოებული 75,94 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 66,602 გრ ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზაზა ფ. დაკავებისას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ზაზა ფ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და განმეორებით მოხმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო ტარიელ მ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი