ახალი ამბები

უგრეხელიძე საბიუჯეტო კრიზისზე პასუხისმგებლობას შიხიაშვილს აკისრებს

27 იანვარი, 2014 •
უგრეხელიძე საბიუჯეტო კრიზისზე პასუხისმგებლობას შიხიაშვილს აკისრებს

“როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადე, მზად ვიყავი თბილისის საკრებულოს უმრავლესობასთან, მათ შორის ირაკლი შიხიაშვილთან ბიუჯეტზე მსჯელობის მიზნით შესახვედრად. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ბოლო დღეების ქარაფშუტულმა და უტაქტო გამოხტომებმა თბილისის მთავრობისა და პირადად ჩემ მიმართ მასთან ყოველგვარი შეხვედრის უაზრობა ცხადყო” – ნათქვამია განცხადებაში.

სევდია უგრეხელიძის განცხადებით, შიხიაშვილი ღიად და აგრესიულად აანონსებს თავის ერთპიროვნულ, ურყევ გადაწყვეტილებას – არ იქნას მიღებული თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი და არად აგდებს მოქალაქეთა ინტერესებს. იგი ძალაუფლებას მხოლოდ საკუთარი პიარაქციებისა და ძალის დემონსტრირების მიზნით იყენებს. შესაბამისად, ასეთ პირობებში მიმაჩნია, რომ მასთან შეხვედრა გააღრმავებს საბიუჯეტო კრიზისს, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი შიხიაშვილს ეკისრება. ამასთან, თბილისის მერია თავის მხრივ მზადაა განიხილოს და უპასუხოს წერილობით წარმოდგენილ ყველა შენიშვნას საკრებულოს ნებისმიერი ფრაქციის მხრიდან, მონაწილეობა მიიღოს კანონის დაცვით გამართულ ცალკეული კომისიებისა და საკრებულოს სხდომებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი