წინასწარი ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები.
27 იანვარი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 1945 წლის 27 იანვარს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკის, აუშვიცის, ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.
ღონისძიების მხარდამჭერია სახალხო დამცველთან არსებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტი “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება”(ANI).




