ახალი ამბები

ანონსი 27 იანვარი

26 იანვარი, 2014 •
ანონსი 27 იანვარი

10:00 – მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება

 

10:00 – სასტუმრო „Holiday Inn“-ში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰეიკინი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი,  USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის მიერ  საქართველოს მასშტაბით თემის მობილიზაციის და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პროცესში გამოყენებულ ახალ მიდგომებსა და მიღებულ გამოცდილებას განიხილავენ.

 

11.00 – საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება ორშაბათის ბრიფინგი.


11:30 – „პირველი რადიოს“ პრესკლუბში კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“ წარმომადგენელი შმაგი ჩოხელი, „პროპარტიის“ ხელმძღვანელი გიგა ნასარიძე და „თავისუფალი ზონის“  წევრი გელა ვასაძე ბრიფინგს გამართვენ.


ბრიფინგზე მომხსენებლები საზოგადოებას წარუდგენენ პეტიციას, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადების მიზნით. პეტიცია გავრცელდება როგორც სოციალური ქსელებით, ასევე ახალგაზრდული ჯგუფები ხალხმრავალ ადგილებში შეავსებინებენ მოქალაქეებს.


11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ლადო ბედუკაძე, ზაზა დავითაია და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებელი, ბიზნესმენი ნიკოლოზ შარაბიძე სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ

 

13:00 საათზე – “საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის” შემაჯამებელი ღონისძიება სასტურმო შერატონში გაიმართება. რომელსაც დავით უსუფაშვილი დაესწრება.

 

13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე პრესკონფერენციას გამართავს

 

13:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

14:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი კახი კახიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

 

16:00– საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

 

17:00- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროში  ცნობილი  ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას  81 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

 

19:00  – “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” „მწერალთა სახლში” წარმოგიდგენთ ლაშა ბუღაძის ორ ახალ წიგნს – “ლუცრეცია515”  და “პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა”.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი