აღნიშნული განცხადება რომპეიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც 25 იანვარს პოლონეთის პრემიერ–მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა:
“ევროკავშირი კვლავ მზად არის ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას უკრაინასთან, რომლის ინიცირებაც ერთ წელზე მეტი ხნის წინ მოხდა, იმ პირობით, თუ ხელისუფლება დაადასტურებს ერთგულებას თავისუფალი, ერთიანი და დემოკრატიული უკრაინის და იმ ღირებულებების მიმართ, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ეფუძნება. ევროკავშირს სწამს მჭიდრო პოლიტიკური კავშირების და გაზიარებული კეთილდღეობის ძალის. ჩვენ ვიცით იმ სარგებელის შესახებ, რომელიც მან ორივე მხარე მოუტანა 1990 წელს უკრაინა და პოლონეთი კეთილდღეობის კუთხით ერთ დონეზე იყვნენ, დღეს, მხოლოდ 24 წლის გასვლის შემდეგ, პოლონეთის მდგომარეობა სამჯერ უკეთესია.
ბოლო პერიოდში ძალადობის ფატალური და ტრაგიკული ესკალაციის ფონზე მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, ჩვენ მტკიცედ ვგმობთ გაუმართლებელი და სასტიკი ძალის გამოყენებას უკრაინის ხელისუფლების მიერ იმ დემონტრანტების წინააღმდეგ, რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანია. მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ვისურვებ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდნენ ის ადამიანები, რომლებიც დაშავდნენ და გათავისუფლდნენ ისინი, ვინ მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს დააკავეს.
ორივე მხარეს მოვუწოდებ თავი შეიკავონ ძალადობისგან, ბოლო შეზღუდვები, რომელიც უკავშირდება ფუნდამენტური თავისუფლებები შეზღუდვას, როგორიცაა გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, ვერ გადაჭრის ამ კრიზისს და მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს ქვეყანაში. ეს არის უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. რეალური დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან არის ერთადერთი დემოკრატიული გზა კრიზისიდან გამოსასვლელად. ხალხს ჭირდება რეალური ნაბიჯები და პერსპექტივა, რომელიც ღია და დემოკრატიული უკრაინისკენ მოასწავებს. ვერავინ შეძლებს ხელი შეუშალოს უკრაინელი ხალხის ოცნების ასრულებას ერთ დღეს. ჩვენი კარი რჩება ღია”– განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ.




