ახალი ამბები

რომის პაპმა უკრაინაში ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა

26 იანვარი, 2014 •
რომის პაპმა უკრაინაში ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდა

“მე უკრაინის გვერდით ვარ, როცა ვლოცულობ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სიცოცხლე დაკარგა ბოლო დღეებში და მათი ოჯახებისთვის, ვიმედოვნებ, რომ კონტრუქციული დიალოგი შედეგბა სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ძალადობა თავიდან იქნება აცილებული და გულებში საერთო სიკეთისკენ ლტოლვა და სიმშვიდე დაიკავებს ადგილს”.–განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე. 

 

საპროტესტო ტალღა კიევში 19 იანვარს განახლდა, როცა პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციები უკრაინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. კიევში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი