საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნენე დალაქიშვილის მიმართ შესაძლო მუქარის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო. ტვ პირველის პროდიუსერი ახლაც პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

ნენე დალაქიშვილის თქმით, ფეისბუკში შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ კომენტარებს/შეტყობინებებს მას შემდეგ იღებს, რაც მის საცხოვრებელ კორპუსთან საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო პატრული გამოიძახა და ინფორმაცია გაავრცელა.

ვრცლად:

ნენე დალაქიშვილის მიმართ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო