ახალი ამბები

უკრაინის პოლიციამ უკრაინული სახლი გამთენიისას დატოვა

26 იანვარი, 2014 • • 1486
უკრაინის პოლიციამ უკრაინული სახლი გამთენიისას დატოვა

“დოჟდის” ინფორმაციით, უკრაინის დროით 04:00 საათზე დასრულდა წინააღმდეგობა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რომელიც თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის მონაწილეები შენობის აღებას ცდილობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მილიციამ  უკრაინული სახლი “ბერკუტის” თანხლებით დატოვა. 

 

შენობის დატოვების პროცესში აქციის მონაწილეები ყვიროდნენ–”სირცხვილი”, თუმცა პოლიციის თანამშრომლების მიმართ აგრესია არ გამოუვლენიათ. 

 

რამდენიმე საათით ადრე კი, უკრაინული სახლის შესასვლელთან მიტინგის მონაწილეებმა კიბეებზე ბარიკადები აღმართეს. ადგილზე შეკრებილი იყო ასობით მოქალაქე, რომლებიც შენობაში შეღწევას ცდილობდნენ.  mignews-ის ინფორმაციით, ბარიკადების ზომა 2 მეტრს აღემატება.


აქციის მონაწილეები სკანდირებდენ – “გამოდით”, და ფანჯრებს ქვებსა და ერთგვარ მცირე ზომის ასაფეთქებლებს ისროდნენ. შენობიდან კი ყუმბარებით პასუხობდნენ.

 

გუშინ საღამოს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ოპოზიციის წარმომადგენელებს შეხვდა. მან არსენ იაცენიუკს პრემიერ– მინისტრის პოსტი, ხოლო ვიტალი კლიჩკოს- ვიცეპრემიერის თანამდებობა, თუმცა იაცენიუკმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ იანუკოვიჩის შეთავაზება არ მიიღო და პროტესტი კვლავ გაგრძელდება. 

 

საპროტესტო ტალღა კიევში 19 იანვარს განახლდა, როცა პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. აქციები უკრაინაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. კიევში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი