თუმცა მკაფიო პასუხი შეთავაზებასთან დაკავშირებით პროტესტის ყველა ლიდერისგან ჯერჯერობით არ არსებობს– წერს ბიბისის რუსული სამსახური.
“ლიდერებს ხალხი ირჩევს და არა თქვენ”– დაწერა იაცენიუკმა ტვიტერის ანგარიშზე. მისივე თქმით, გარიგება არ შედგება– ჩვენ დავასრულებთ იმას, რაც დავიწყეთ– წერს იაცენიუკი.
მოგვიანებით, გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა იანუკოვიჩის შეთავაზებაზე, მისი თქმით, ოპოზიცია არც უარყოფს, მაგრამ არც იღებს აღნინიშულ წინადადებას.
“ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მთავრობა მზად არ არის, ქვეყნისთვის პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და ოპოზიციას შეთავაზა ქვეყნის მართვა, რა არის ამაზე ჩვენი პასუხი? ჩვენ არ გვეშინია პასუხისმგებლობის უკრაინის ბედისთვის”–ამბობს ის.
მისი თქმით, სამშაბათს დანიშნული სპეციალური საპარლამენტო სესია “განკითხვის დღე” იქნება.
ოპოზიციონერმა ვიტალი კლიჩკომ, რომელსაც იანუკოვიჩმა ვიცეპრემიერის თანამდებობა შეთავაზა, შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ ოპოზიცია გააგრძელებს ზეწოლას პროტესტის ტალღის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
“ჩვენ არ ვიხევთ უკან, გავაგრძელებთ დისკუსიას და მცდელობას, რომ ვიპოვოთ მიმართულება”– განაცხადა კლიჩკლომ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 იანვრის საღამოს შეხვედრა გაიმართა უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. პარტია “ბატკივშინას” ლიდერს არსენ იაცენიუკს ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, ხოლო ვიტალი კლიჩკოს- ვიცეპრემიერის თანამდებობა. იანუკოვიჩის შეთავაზება ასევე გულისხმობს იმასაც, რომ ამნისტია შეეხოს ყველას, ვინც მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. იანუკოვიჩი ასევე მზადაა შეცვალოს კონსტიტუცია, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კლიჩკოს და იაცენიუკს ნათელი პასუხი არ გაუციათ იმასთან დაკავშირებით, მიიღებენ თუ არა იანუკოვიჩის წინადადებას.




