“რაც შეეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, აქ არაერთგვაროვანი სურათია. მივესალმები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი გახდა. კიდევ ერთი ნიშანი ვითარების გაუმჯობესებისა არის ის, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა გაიზარდა და პატიმრობა უფრო ნაკლებად გამოიყენება, როგორც აღკვეთის ღონისძიება. თუმცა გამოწვევები რჩება სასამართლოსა და პროკურატურასთან მიმართებაში. შევეცადეთ გავრკვეულიყავით საკითხებში, რომელიც შერჩევით სამართალს უკავშირდება. უნდა აღვინიშნო, რომ ზოგ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს უკავშირდება, გამოყენებულია ძველი მიდგომები, სადაც დაცვის მხარეს არ ეძლევა სათანადო უფლებები. არსებობს ბრალდებები, რომლებიც ეხება იმას, რომ ადგილობრივ მთავრობის წევრებზე ხორციელდება არამართებული ქმედება და ინტერესით დაველოდებით ორივე მხრიდან შესაბამის ინფორმაციას”.– განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში სამუშაო ვიზიტით 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ დროის მანძილზე იგი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.