ახალი ამბები

კარლ ბილდტი: ვიმედოვნებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ზაფხულის ბოლომდე მოვაწერთ

25 იანვარი, 2014 • • 873
კარლ ბილდტი: ვიმედოვნებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ზაფხულის ბოლომდე მოვაწერთ

შეხვედრის დასრულების შემდეგ კარლ ბილტმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, საქართველო ევროკავშირთან ხელშეკრულებას აგვისტოს ბოლომდე მოაწერს ხელს. 

 

“შეხვედრაზე საქართველოს მივულოცე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების  და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ინიცირება. ჩვენ წინ მივიწევთ და ვიმედოვნებთ, რომ ასოცირებას ხელს ზაფხულის ბოლომდე მოვაწერთ. რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებლობა გაძლიერდეს დემოკრატიული რეფორმების პროცესი საქართველოში, დაჩქარდეს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობით, და ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ პროცესებს წლების განმავლობაში და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას”– განაცხადა კარლ ბილტმა. 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 

 

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებას ხელი ნოემბერში ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მოაწერა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი