ახალი ამბები

საფრანგეთში კეზერაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა 30 იანვარს გამოცხადდეს

24 იანვარი, 2014 • • 1208
საფრანგეთში კეზერაშვილის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა 30 იანვარს გამოცხადდეს

როგორც წულუკიანმა გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა, კეზერაშვილის მხარემ მისი გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა 23 იანვარს გამართულ პროცესზე დააყენა:

“23 იანვარს შედგა საფრანგეთში სხდომა, რომლის დახურის შუამდგომლობაც დააყენა კეზერაშვილის მხარემ და ფრანგმა მოსამართლემ ეს უარყო და თქვა, რომ სხდომა უნდა იყოს საჯარო. 30 იანვარს არის გადადებული სხდომა. კეზერაშვილის მხარე ითხოვდა გათავისუფლებას, მაგრამ ფრანგმა მოსამართლემ ამ საკითხის გამოცხადება 30-მდე გადადო და კვლავ დატოვა  პატიმრობაში. 30 იანვარი იქნება უმნიშვნელოვანესი დღე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტრილება მიიღო და ამ საქმეში საქართველოს პრკურატურა მესამე მხარედ დაუშვეს.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კეზერაშვილის ექსტრადიციის საქმე არანაირ კავშირში არ არის პოლიტიკასთან, ეს არის წმინდად სამართლებრივი საქმე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის ესწრებოდეს საქართველოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს:

“საქართველოს საზოგადოებისთვის კეზერაშვილის ექსტრადიცია  არის მნიშვნელოვანი, რათა მან პასუხები გასცეს იმ კითხვებს, რომელიც არის მის მიმართ დასმული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანს მიეცეს საშუალება საქართველოში დაუპირისპირდეს მთავარ პროკურატურას. იქნებ მართალია ეს ადამიანი, ჩვენი მიზანია დავადგინოთ ვინ არის მართალი, ვინ არის მტყუანი, ეს არის დემოკრატია. აქ მის გარეშე მიდის პროცესები და მისი აქ ყოფნა და მონაწილეობა იმ პროცესში, რაც მის წინააღმდეგ არის მიმართული, მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი