ახალი ამბები

წულუკიანი: არ შეიძლება მერაბიშვილი იყოს ციხეში, სადაც არ არის მუდმივად შენახვადი კადრები

24 იანვარი, 2014 • • 1007
წულუკიანი: არ შეიძლება მერაბიშვილი იყოს ციხეში, სადაც არ არის მუდმივად შენახვადი კადრები

“ეს არის იმ დონის საქმე და ისეთი პატიმარი, იგივე ეხება ბაჩო ახალაიას, რომ არ შეიძლება, ჩემი აზრით, ისინი იყვნენ ისეთ ციხეში, სადაც არ არის მუდმივად შენახვადი კადრები”, – განაცხადა წულუკიანმა გადაცემა “პოზიციაში.

 

მინისტრის თქმით, კადრები რომ შენახული ყოფილიყო, “ის აბსურდი, რაც მერაბიშვილმა განაცხადა, ციხეში მარტივად შემოწმებადი იქნებოდა.”


თეა წულუკიანი საერთაშორისო სტანდარტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი პატიმრის ამგვარ განცხადებაზე შემოწმება უნდა დაიწყოს. ამასთან, მინისტრს არ მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს რეაგირება დაგვიანებული იყო:


“როდესაც პატიმარი, ვინც არ უნდა იყოს ის, ამბობს, რომ ასე და ასე მომექცნენ, ასახელებს ფაქტებს, ეს უნდა გადამოწმდეს, უნდა გადამოწმდეს დაუყოვნებლივ. დაუყოვნებლივში არ იგულისხმება მომდევნო ერთი საათი, გააჩნია რას ამბობს. თუ ის ამბობს, რომ მაწამეს, ეს სხვა საკითხია, ეს ბატონ ვანოს არ უთქვამს, არ უკადრებია არავისთვის მაწამესო და ვერც იტყოდა იმიტომ, რომ ეს წარსულის კულტურა იყო. წამების შემთხვევაში არის სტანდარტი, რამდენიმე დღე, რამდენიმე საათი და შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ დაგვიანებულია. ამ შემთხვევაში, ის ვადა, რა ვადაშიც ამის გამორკვევა მოხდა, მე ვთვლი, რომ აქ პრინციპში პრობლემა არ არის. ჩვენ მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც მერაბიშვილი მოთავსდა მატროსოვის ციხეში და არა იმ ციხეში, სადაც არის მუდმივი მეთვალყურეობის კამერები, მათივე დატოვებული, სხვათა შორის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა 

მასალების გადაბეჭდვის წესი