ახალი ამბები

წულუკიანის თქმით, გიორგი ბადაშვილმა პროკურორებს უნდა მიხედოს, რაც არ არის ადვილი

24 იანვარი, 2014 • • 1129
წულუკიანის თქმით, გიორგი ბადაშვილმა  პროკურორებს უნდა მიხედოს, რაც არ არის ადვილი

მინისტრის თქმით, მთავარი პროკურორი არის ძალიან დიდი გამოცდილების ადამიანი საგამოძიებო საქმიანობაში და ისინი ერთსა და იმავე პრინციპებს იზიარებენ.

 

“რაც მე პირადად მახარებს, არის ის, რომ ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე პრინციპს, რომ გამოძიებისას მთავარია მტკიცებულება, რომელიც სამართლებრივად არის გამაგრებული, რომელიც საქმეში დევს არა იმისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანს ტყუილი სამხილი შეუქმნას, არამედ ზუსტად ადასტურებს ამა თუ იმ პირის ბრალეულობას, ან ვერ ადასტურებს და შესაბამისად არ იქნება გაზიარებული. მე ზუსტად ასეთი მოლოდინი მაქვს. ერთადერთი, სადაც ვფიქრობ, რომ მას პირველ პერიოდში ხელშეწყობა დასჭირდება და მე ამაში მისი მოადგილეების იმედი მაქვს, არის ის, რომ გიორგი ბადაშვილმა უნდა მიხედოს პროკურორებს, რაც არ არის ადვილი საქმე. მიხედოს ნიშნავს იმას, რომ პროკურორი უნდა გახდეს საამაყო სიტყვა. იმ შეცდომებს, რაც პროკურატურას წარსულში ჰქონდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი და პროკურორი სასამართლოს დარბაზში რესპექტაბელური ფიგურა უნდა გახდეს”, – განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, გამოსასწორებელია როგორც 9 წლის, ასევე უახლოეს პერიოდში დაშვებული შეცდომები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი