“აღნიშნული მოთხოვნა მიზნად ისახავს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილულ იქნას დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც თბილისის საკრებულომ 2013 წლის ბოლოს არ დაამტკიცა, ხოლო დღეს გამართულ სხომაზე დღის წესრიგში საერთოდ არ შეიტანა.
საკრებულოს უმრავლესობის აღნიშნული ქმედებები პრობლემებს უქმნის დედაქალაქში სხვადასხვა პროექტების განხორციელებასა და მუნიციპალური სერვისების სრულფასოვან ფუნქციონირებას. მერია უკვე იძულებული გახდა გაეუქმებინა 100 ახალი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი, ასევე საფრთხე ემუქრება:
-
შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოწყობას;
-
ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას;
-
,,თბილისი – 2015“ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას;
-
პეკინის, დადიანის, სარაჯიშვილის, ჟვანიასა და სხვა ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციას;
-
ავარიული შენობების გამაგრებას;
საფრთხის ქვეშ დადგება ასევე ქალაქში სისუფთავის არსებული დონის შენარჩუნება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, რაც გაწერილია მერიის მიერ შემოთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში”, – ნათქვამია მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაში.




