ახალი ამბები

ISFED-ის ხელმძღვანელი ივანიშვილის ორგანიზაციას კონკურენტად არ განიხილავს

24 იანვარი, 2014 •
ISFED-ის ხელმძღვანელი ივანიშვილის ორგანიზაციას კონკურენტად არ განიხილავს

“მივესალმები იმას, თუკი მართლაც ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორი ეს ისეთი სფეროა, სადაც მუდმივი სიახლეები და ცვლილებები მხოლოდ პოზიტივის მომტანია!”- წერს ლომჯარია. 

 

მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ არის ცნობილი ივანიშვილის ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულება, მისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შეფასებების გაკეთება, თუ რამდენად შეძლებს აღნიშნული ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, უჭირს.


“ასევე, მექნებოდა კითხვები, როგორ შეძლებს გააძლიეროს სამოქალაქო სექტორი (რომელიც თავისი არსით ხელისუფლების ჯანსაღი ოპონირების მიზნით არსებობს) ორგანიზაციამ, რომლის დამფუძნებელიც მმართველ პოლიტიკურ ძალაში დღემდე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა. 

რაც შეეხება იმას, ვთვლი თუ არა ამ ორგანიზაციას ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციების კონკურენტად, ვუპასუხებდი, რომ ცალსახად არა. ჩვენი ორგანიზაციის ამოსავალი წერტილი მისი არაპარტიულობა და ყველა პოლიტიკური ძალისგან სრული დისტანცირებაა, ჩვენი საქმიანობის მიზანი ისაა, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ჯანსაღი და კვალიფიციური ოპონირება გავუწიოთ, ვისაუბროთ პრობლემებზე, მეორე მხრივ, დავეხმაროთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. ამიტომ ორგანიზაცია, რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრისა და მმართველი ძალის პოლიტიკური ლიდერის მიერ ფუძნდება, არ შემიძლია ჩვენ კონკურენტად განვიხილო. 

რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციას და მასთანაც, როგორც ყველა სხვა ორგანიზაციასთან, სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე!”- წერს ნინო ლომჯარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი