ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილი ამ მიმართულებითაც მოახდენს სერიოზულ ძვრებს:
“მე, რა თქმა უნდა, მივესალმები და ვიტყოდი, რომ ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მძიმე მისია. ადამიანებს გაუჩნდათ შეკითხვა: რატომ მიდის ბატონი ბიძინა პოლიტიკიდანო, როგორც მან ბრძანა, ის არსად არ მიდის, ის რჩება იქ, სადაც იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, ანუ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ერთად. სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება გაძლიერება, განვითარება. ბატონი ბიძინა ამ მიმართულებითაც ძალიან დიდ ძვრებს მოახდენს. სამოქალაქო საზოადგოების განვითარების გარეშე მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი… ხალხის განვითარებაც უნდა მოხდეს და ეს თანხვედრი პროცესი უნდა იყოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.




