“როგორც თბილისის საკრებულოს ბოლოდროინდელ ხარჯებთან შედარებით ირკვევა, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო გასული წლის მანძილზე არ შეიძენდა მხოლოდ 5 ახალ ავტომანქანას, ან საშუალოდ 4 თვის მანძილზე არ დაურიცხავდა პრემიებს თანამდებობის პირებს, გაწეული ეკონომიის შედეგად დაზოგილი თანხა სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ თბილისის 210 მოქალაქეს წლის ყველაზე ცივი 4 თვე უსაფრთხოდ გაეტარებინა.
სასურველი იქნება, თუ დედაქალაქის ადგილობრივი ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისას მეტად გაითვალისწინებს საზოგადოებისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსებას. ეს ყოველივე კი ხელს შეუწყობს მმართველობის ეფექტიანობის გაზრდას როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
დეტალურ ინფორმაციას მიუსაფართა თავშესაფართან და თბილისის საკრებულოს ხარჯებთან დაკავშირებით IDFI საკუთარ ვებ–გვერდზე აქვეყნებს.