პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, ასევე, საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ამ საკითხებზე ურყევი პოზიციისათვის, ასევე, შვეიცარიის შუამდგომლობისათვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, საქართველოსათვის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გაწეული ტექნიკური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.





