ახალი ამბები

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

24 იანვარი, 2014 •
საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში შედიან პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში რომან ჩხენკელი, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.


პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ჯგუფი ერთ თვეში შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რაც მოიცავს დარგების მიხედვით პრობლემების იდენტიფიცირებას. მეორე ეტაპი გულისხმობს ჯგუფში დარგობრივი კომისიების შექმნას, სადაც დეტალურად გაიწერება სამოქმედო გეგმა, მოხდება კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციების წარმოდგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი